adidas

adidas-ის კამპანიაში მონაწილე მოდელს, თმიანი ფეხების გამო, მუქარასთან გამკლავება უწევს

Adidas-ის ახალმა კამპანიამ ხმაური გამოიწვია. ამის ძირითადი მიზეზი 26 წლის შვედი მოდელი, ფოტოგრაფი და არტისტი არვიდა ბისტრომი გახდა. საქმე ისაა, რომ კამპანია "სუპერსტარის" ვიდეოში არვიდა ბოსტრომს თმიანი ფეხები აქვს.

მოდელი "no-shave" მოძრაობის აქტივისტია, Adidas-ის ახალი კამპანიის ამოსავალი წერტილი კი აუთენტურობაა. ვიდეოს დადებიდან მალევე მას ბევრ ნეგატიურ გამოხმაურებასთან გამკლავება მოუწია. ბისტრომმა Instagram-ზე ისიც დაწერა, რომ გაუპატიურების მუქარის შემცველი წერილები მიიღო.

 

კომენტარები