ხაზარაძე: ყალბ განცხადებებს მივრცელებენ, გთხოვთ, ენდეთ მხოლოდ ჩემს გვერდზე დადებულს

ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი გამოწვევა ფეიკ ნიუსები, ეგრეთ წოდებული ტროლებ-ბოტებია. ცნობილია, რომ ამის უკან ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეთა სპეცსამსახურებიც დგანან. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის შესაბამისი უწყებები ამ ყველაფერს არ იძიებენ, რაც ბუნებრივად იწვევს ეჭვს მსგავს ქმედებებზე ხელის დაფარების შესახებ. 

უკვე ვრცელდება ვითომდა ჩემ მიერ გაკეთებული განცხადებები სხვადასხვა შინაარსით. იქმნება ყალბი გვერდები და ვრცელდება დეზინფორმაცია.

იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული გაუგებრობა და ადამიანების შეცდომაში შეყვანა, გთხოვთ, დაეყრდნოთ მხოლოდ ჩემს გვერდზე დადებულ განცხადებებს.

#ძირსსიყალბე!

ქვეყანა უნდა გაიწმინდოს ტყუილისაგან

TBC ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, რომელმაც სექტემბრიდან მოძრაობის დაარსება და პოლიტიკაში წასვლა დააანონსა, Facebook-ზე წერს, რომ მისი სახელით ყალბი განცხადებები ვრცელდება.

კომენტარები