ისტორია

თურქეთში სავარაუდოდ თამარ მეფის შვილიშვილის, გურჯი ხათუნის საფლავი აღმოაჩინეს

cdnuploads.aa.com.

თურქეთში, ერზრუმის პროვინციაში სავარაუდოდ თამარ მეფის შვილიშვილის, გურჯი ხათუნის საფლავი აღმოაჩინეს. ინფორმაციას, ამის შესახებ თურქულ მედიაზე დაყრდნობით, თურქეთში საქართველოს ელჩი, გიორგი ჯანჯღავა ავრცელებს.

ელჩის ინფორმაციით, პასინლერის რაიონში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად, აღმოჩენილ იქნა სულთან, ალაედინ ქეიყუბად II-სა და მისი დედის, გურჯი ხათუნად წოდებული სარკოფაგები.

გურჯი ხათუნი რუსუდან მეფის შვილი იყო და სულთან ქეი-ხოროვ II-ზე იყო დაქორწილებული.

კომენტარები