ისტორია

ევროპა სტალინიზმისა და ფაშიზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს აღნიშნავს

23 აგვისტოს ევროპა სტალინიზმისა და ფაშიზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს აღნიშნავს და მას საქართველოც უერთდება - თბილისში, უკრაინის საელჩოსთან ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და მოლდოვის მოქალაქეების მსგავსად რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინას სოლიდარობას უცხადებენ. მათი თქმით, უკრაინა დღეს თავს იმ ძალისგან იცავს, რომელიც მრავალი წელია, თავისუფლების წინააღმდეგ იბრძვის. 

აქციაში მონაწილეობა ნაციონალური მოძრაობის წევრებმაც მიიღეს. მათ საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა და ამ ქვეყანაში ომის შედეგად დაზარალებული ბავშვების საქართველოში რეაბილიტაციისთვის თანხების გამოყოფა მოსთხოვეს.

კომენტარები