მცოცავი ოკუპაცია

ციხელაშვილი: ოკუპაციის პირობებში არ არსებობს გარანტიები, არსებობს მუდმივი ძალისხმევა

epn.ge

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შირიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი გუგუტიანთკარში, რუსი სამხედროების მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევას ეხმაურება. 

ციხელაშვილის თქმით, ამ დროისთვის უკანანო სამუშაოები შეჩერებულია. "ამ ეტაპზე შეჩერებულია უკანანო მოქმედებები სოფელ გუგუტინკარში. დღეს იქ ვიმყოფებოდით საგარეო საქმეთაა სამინისტროს თანამშრომლებთან და ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთად და იმ დროისთვის სამუშაოები არ მიმდინარეობდა."

ქეთევან ციხელაშვილის აზრით, უკანანო პროცესის შესაჩერებლად საქართველოს მთავრობამ მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გამოიყენა.

"მთავარი არის, რომ სახელმწიფომ გააკეთა და გააგრძელებს მომავალშიც ყველა იმ ბერკეტის გამოყენებას, რომელიც მიმართულია ამ პროცესის შეკავებისაკენ და ამ პროცესით დაზარალებული ადამინის მხარდაჭერისთვის.", განაცხადა ციხელაშვილმა.

"გარანტია ოკუპაციის პირობებში არ არსებობს, ეს საკითხი მაშინ იქნება ამოწურული, როდესაც ჩვენ მივაღწევთ მთავარ მიზანს, საქართველოს მშვიდობიან გაერთიანებას. ამიტომაც ოკუპაციის პირობებში არ არსებობს გარანტიები არსებობს მუდმივი ძალისხმევა".

კომენტარები