საგარეო საქმეთა სამინისტრო პირველივე დღიდან იყო ჩართული ამ პროცესებში, ჩვენ რაც გვევალება – საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზაცია. ჩემთვის მთავარია იმ დავალების შესრულება, რაც მე გამაჩნია, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრს, მომხდარიყო ინფორმირება საერთაშორისო თანამეგობრობის. მე ოთხი დღის განმავლობაში არ ვიმყოფებოდი, დღეს დავბრუნდი დედაქალაქში, თუმცა მთელი აპარატი იყო მობილიზებული და ყოველდღიურ რეჟიმში ვიყავი ჩართული სატელეფონო რეჟიმში, როგორც საელჩოებთან, ისე ჩვენი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. მე იქ ჩასვლის პრობლემა არ მაქვს, დღესვე, აქედანვე წავალ.
tbl.ge/3xwe
დაკოპირდა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი პასუხობს შეკითხვას რატომ არ ჩავიდა აქამდე გუგუტიანთკარში სადაც რუსმა ოკუპანტებმა მავთულხლართები გააბეს. ზალკალიანის ამ კომენტარს პირველი არხი ავრცელებს.
ამავე თემაზე
- ოკუპირებული სოფელი ლოპანის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ორი პირი თავისუფალია
- სუს-ი: ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს 3 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
- სუს-ი: გადმოვიყვანეთ აშშ-ს მოქალაქე, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს
- აშშ-ს მოქალაქე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დააკავეს
- TASS: პუტინმა სამხრეთ ოსეთთან ორმაგი მოქალაქეობის შესახებ პროექტს მხარი დაუჭირა