ანაკლიის პორტის პროექტი

აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი: ძლიერ ვუჭერთ მხარს ანაკლიის პროექტს

ელიზაბეთ რუდი
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა ჟურნალისტებთან ანაკლიის პორტის პროექტის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. რუდმა განაცხადა, რომ აშშ ძლიერ უჭერს მხარს ანაკლიის პორტის პროექტს, რუდმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ პროექტი ამერიკული ინვესტიციით განხორციელდება.

"გვჯერა, რომ პროექტი ამერიკული ინვესტიციით უნდა განხორციელდეს, რადგანაც პროექტს აქვს პოტენციალი გახდეს საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორების მნიშვნელოვანი შემადგენელი", — განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

რუდის ცნობით, ანაკლიის პორტის პროექტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების კუთხით. მისი თქმით ანაკლიის პორტი გააძლიერებს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს.

შეგახსნებთ, რომ გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ანაკლიის კონსორციუმი ამერიკულმა კომპანიამ დატოვა.

კომენტარები