ფულადი გზავნილები

ივლისში რუსეთიდან ფულადი გზავნილები 9%-ით შემცირდა

telegraph.co.uk

წინა წლის ივლისთან შედარებით, მიმდინარე წლის ივლისში რუსეთიდან საქართველოში განხორციელებული ფულადი გზავნილები 9.3 პროცენტით შემცირდა. სულ აღნიშნულ პერიოდში რუსეთიდან 39 მილიონი დოლარი გამოიგზავნა, შედარებისთვის იგივე მაჩვენებელი წინა წლის ივლისში 43 მილიონ დოლარს აღემატებოდა.

ამასთანავე, რუსეთიდან გამოგზავნილი ფულის წილმა საერთო მასაში 25% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ რუსეთის წილის კლების პარალელურად 21%-ით გაიზარდა გზავნილების რაოდენობა ევროკავშირიდან. სულ 2019 წლის ევროკავშირის სახელმწიფოებიდან 59 მილიონი დოლარი გამოიგზავნა. ევროკავშირიდან გამოგზავნილი ფულის წილმა მთლიან მასის 38% შეადგინა.

2019 წლის ივლისში საქართველოში ფულადი გზავნილების ჯამური რაოდენობა 7%-ით გაიზარდა და 154 მილიონი დოლარი შეადგინა 

კომენტარები