სურსათი

კულა, მარნეული, სუპრემო - პროდუქტები, სადაც momxmarebeli.ge-მ არასაკვები საღებავი აღმოაჩინა

არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა", რომელიც ქართულ ბაზარზე არსებული პროდუქციის მონიტორინგს აწარმოებს, 42 დასახელების ტყემლის, პომიდვრის საწებლის, აჯიკისა და წითელი წიწაკის ნიმუშებიდან 6-ში არასაკვები დანიშნულების საღებავი აღმოაჩინა.

momxmarebeli.ge-ს ინფორმაციით, არასაკვები საღებავები აღმოჩნდა შემდეგი დასახელების პროდუქტში:

  • ტომატ პასტა „მარნეული“, შპს მარნეულის სასურსათო ქარხანა
  • ტომატ პასტა „სპარ“, შპს "გემო"
  • მშრალი აჯიკა, თეთნულდი
  • ქართული კეტჩუპი „სანსო“, შპს სანს ჯგუფი
  • ტყემალი წითელი, კლასიკური, შპს „გსქ კულა“
  • ტრადიციული წითელი ტყემალი, შპს მარნეულის სასურსათო ქარხანა
  • წითელი ტყემალი „სუპრემო“,  შპს ფუდსერვისი
  • აჭარული წითელი ტყემალი, შპს კახეთის ტრადიციული მეღვინეობა აგრო-ქედა
  • ​ტომატის საწებელი Supremo, შპს ფუდსერვისი და სხვა.

სრული სია შეგიძლიათ იხილოთ აქ. 

კომენტარები