ინვესტიციები საქართველოში

დაზუსტებული მონაცემებით 2017 წელთან შედარებით, 2018 წელს ინვესტიციები 35%-ით შემცირდა

ბიზნესგარემო და ინვესტიციები ქართულ ბაზარზე
SalFalko / Meritus Media

საქსტატი, 2018 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაზუსტებულ მონაცემებს აქვეყნებს. ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს საქართველოში განხორციელებული ინვისტიციების მოცულობამ 1,262 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2017 წელთან შედარებით, კლება თითქმის, 700 მილიონი დოლარია.

კლების მთავარ მიზეზად უწყებაში, მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის დასრულებას და რამდენიმე მსხვილი საწარმოს ადგილობრივი რეზიდენტის საკუთრებაში გადასვლას ასახელებენ.

ყველაზე მეტი ინვესტიცია 2018 წელს აზერბაიჯაინიდან განხორციელდა.

  • აზერბაიჯანი — 246 მილიონი დოლარი;
  • ნიდერლანდები — 208 მილიონი დოლარი;
  • გაერთიანებული სამეფო — 178 მილიონი დოლარი.

ყველაზე მიმზიდველი ინვესტორებისთვის საფინანსო სექტორი იყო.

  • საფინანსო — 270 მილიონი დოლარი;
  • მშენებლობა — 170 მილიონი დოლარი;
  • ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა — 163 მილიონი დოლარი.

 

კომენტარები