ინვესტიციები საქართველოში

შავლიაშვილი: კონკრეტულად რომელი სამი ინვესტორი შემოვიდა, ვერ ვიხსენებ

ტაბულა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი ვერ იხსენებს სამ კონკრეტულ ინვესტორს, ვინც საქართველოში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შემოვიდა. 

"კონკრეტულად ასე ვერ ვიხსენებ, ეს ფინანსთა სამინისტროს პრეროგატივაა, იმიტომ, რომ სამინისტრო აწარმოებს მოლაპარაკებას ყველა კონკრეტულ ორგანიზაციასთან", - განაცხადა შავლიაშვილმა ტაბულას კითხვაზე, "დაასახელეთ სამი ინვესტორი, რომელიც თქვენი ხელისუფლების დროს, 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ საქართველოში შემოვიდა".

ცნობისთვის, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ამავე კითხვას კონკრეტული პასუხი არ გასცა და განაცხადა, რომ "სამიც შემიძლია დაგისახელოთ და ათიც შემიძლია დაგისახელოთ".

კომენტარები