საგამოძიებო სამსახური

საგამოძიებო: ბათუმში კომპანია იაფფასიან სარეცხ ფხვნილს "არიელის" და "პერსილის" სახელით ყიდდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინეს.

"სარეცხი საშუალებების რეალიზატორი ერთერთი კომპანიის ხელმძღვანელი და მისი თანამშრომელი, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქალაქ ბათუმში, კუსტარულად მოწყობილ საამქროში, იაფფასიან სარეცხი ფხვნილს აფასოებდნენ და ბრენდირებული სარეცხი საშუალებების, პერსილის და არიელის სამარკო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებით ყიდდნენ.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია სხვისი სასაქონლო ნიშნის გამოყენებით დამზადებული დიდი ოდენობით მზა პროდუქცია, ასევე, მის დასამზადებლად განკუთვნილი ნედლეული და პოლიგრაფიული მასალა" - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

კომენტარები