ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
არქეოლოგია

50 საუკუნის წინანდელი ნაგებობები - არქეოლოგიური ექსპედიცია რაბათის ნამოსახლარზე (ფოტოები)

სამშაბათი, 13 აგვისტო, 2019 - 18:22
tbl.ge/3xp0
დაკოპირდა

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია ასპინძის რაიონში, რაბათზე, არქეოლოგიურ კვლევებს აწარმოებს. განათლების, კულტურის და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე რაბათის ნამოსახლარზე აღმოჩენილია დაახლოებით 50 საუკინის წინანდელი ნაგებობები.

"რაბათი წარმოადგენს გორა ნამოსახლარს, რომელსაც გააჩნია სასიმაგრო სისტემა. მასზე ფიქსირდება ცხოვრების უწყვეტი კვალი ადრებრინჯაოს ხანიდან (ძვ.წ. III ათასწლეული) შუა საუკუნეების ჩათვლით. ამ მხრივ რაბათი წარმოადგენს მნიშვნელოვან საკვლევ ობიექტს იმის დასადგენად, თუ როგორ მიმდინარეობდა ადამიანის მიერ გარემოსთან ადაპტაციის პროცესი და როგორ სოციო-ეკონომიკურ და კულტურულ ცვლილებებს განიცდიდა უძველესი მოსახლეობა ათასწლეულების მანძილზე. ამ ეტაპზე, რაბათის ნამოსახლარზე აღმოჩენილია დაახლოებით 50 საუკუნის წინანდელი მძლავრი ნაგებობები, რომლის მსგავსი არქიტექტურა კავკასიის რეგიონში ცნობილი არ არის. 

რაბათის ნამოსახლარის მიდამოებში აღმოჩენილია სამარხები და ყორღანები; საყოფაცხოვრებო ნივთებთან ერთად, ვხვდებით სარიტუალო დანიშნულების არტეფაქტებს, როგორიც არის მაგალითად ცხოველისგამოსახულებიანი სადგრები და სხვა, რომელთა ანალოგები ჩვენს რეგიონში დღემდე არ არის აღმოჩენილი. იგივე სურათია მომდევნო პერიოდის ფენებშიც, აქ აღმოჩნდა დაახლოებით 43 საუკუნის წინანდელი თიხის სტილიზებული ცხოველის ფიგურები და სავარაუდოდ სარიტულო ჭურჭელი, რაც სრულიად ახალ წარმოდგენას გვიქმნის ამ პერიოდის მოსახლე ხალხის შესახებ. ყოველივე ეს მიუთითებს, რომ სოფელ ზველის ტერიტორიაზე ადრებრინჯაოს ხანაში არსებობდა რეგიონისთვის მნიშვნელოვანი დასახლებული ადგილი" - აცხადებს სამინისტრო და აღნიშნავს, რომ რაბათის ნამოსახლარის კვლევა წარმოადგენს მრავალწლიან ფართომასშტაბიან საერთაშორისო პროექტს.

"ექსპედიცია მოიცავს საველე სკოლას, სადაც ყოველწლიურად, ქართველ სტუდენტებთან ერთად, მელბურნის უნივერსიტეტის ათობით სტუდენტი გადის არქეოლოგიური გათხრების პრაქტიკას. გარდა ქართველი და ავსტრალიელი არქეოლოგებისა, კვლევებში ჩართულნი არიან საფრანგეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან მოწვეული სპეციალისტები.
რაბათის ნამოსახლარის აღმოჩენები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სამეცნიერო წრეებში ქართული არქეოლოგიური ძეგლების ცნობადობის გაზრდას, ასევე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, როგორც სამეცნიერო ინსტიტუციის პოზიციონირებას საერთაშორისო სამეცნიერო ასპარეზზე" - აცხადებს სამინისტრო.

რაბათის ნამოსახლარზე არქეოლოგიური კვლევები შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

არქეოლოგიარაბათის ნამოსახლარი

ამავე თემაზე

  • ოთხშაბათი, 8 ოქტომბერი, 2025 - 17:28არტანუჯის ციხეში აღმოჩენილი სამარხი, თურქი არქეოლოგების მტკიცებით, აშოტ I-ს ეკუთვნის
  • სამშაბათი, 24 სექტემბერი, 2024 - 20:26პერუში მასტოდონტების ნამარხები აღმოაჩინეს, რომლებიც გამყინვარების პერიოდით თარიღდება
  • ოთხშაბათი, 9 აგვისტო, 2023 - 11:27ახალი კვლევის მიხედვით, შვეიცარიაში აღმოჩენილი ბრინჯაოს ხანის ისარი მეტეორიტისგან დამზადდა
  • ორშაბათი, 16 ნოემბერი, 2020 - 20:26ეგვიპტეში 2500 წლის სარკოფაგები და მოოქროვილი ქანდაკებები აღმოაჩინეს
  • ორშაბათი, 19 ოქტომბერი, 2020 - 16:45პერუში კატის ფორმის 2000 წლის გიგანტური გამოსახულება აღმოაჩინეს

კომენტარები

ბოლო სიახლეები

"მცირე ბიზნესის ჯაჭვი" - BOG ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს (რ)
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 17:53

"მცირე ბიზნესის ჯაჭვი" - BOG ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს (რ)

რუსეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნადეჟდინი დააკავეს
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 17:37

რუსეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნადეჟდინი დააკავეს

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო (რ)
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 17:22

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო (რ)

NYT: ირანის ყოფილი პრეზიდენტი ისრაელთან კავშირების გამოვლენის შემდეგ შინაპატიმრობაშია
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 17:13

NYT: ირანის ყოფილი პრეზიდენტი ისრაელთან კავშირების გამოვლენის შემდეგ შინაპატიმრობაშია

ზარქუა: კაია კალასი თავქარიანი, ქარაფშუტა პოლიტიკოსია
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 17:13

ზარქუა: კაია კალასი თავქარიანი, ქარაფშუტა პოლიტიკოსია

ყველაზე კითხვადი

ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
1ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
2სოფიო სიგუას გაჟღერებული ინფორმაცია ღირსების შემლახავია, გადაიდგმება ნაბიჯები – ადვოკატი
3რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
4რუსთავი 2: იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
5"აივნის მოაჯირიდან მაგდებდა" - შსს-ს მაღალჩინოსანს ცოლი ძალადობაში ადანაშაულებს

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕