ლარის კურსი

დოლარი ₾2.91 ღირს - ლარი მცირედით გამყარდა

ეროვნული ბანკის ცნობით, 13 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით მცირედით გამყარდა. დოლართან გამყარებამ 0.83 თეთრი შეადგინა, ევროსთან კი 0.43 თეთრი.

ამგვარად, ოფიციალური კურსით ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.9090 ლარია, ერთი ევროსი კი 3.2622 ლარი.

ლარი გამყარდა თურქულ ლირასა და ბრიტანულ ფუნტთან მიმართებითაც.

ივნისის პირველ ორ კვირაში გამყარების შემდეგ, ლარმა 14 ივნისიდან გაუფასურება განაგრძო და 1 აგვისტოს დოლართან მიმართებით რეკორდულ მინიმუმამდე, 2.9718-მდე დაეცა. 1 აგვისტოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაიტანა და აქედან 32.8 მილიონი გაყიდა, რასაც ლარის ოდნავი გამყარება, შემდეგ კი კვლავ გაუფასურება მოჰყვა. 8 აგვისტოს შემდეგ, ლარი კვლავ მყარდება.

კომენტარები