საბიუჯეტო ხარჯები

ბიუჯეტიდან გაცემული სახელფასო დანამატები 13.1 მილიონით გაიზარდა

ეროვნული ბანკი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორის მიხედვით, 2019 წლის პირველ ექვს თვეში სახელმწიფოს მიერ გაცემული სახელფასო დანამატები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13.1 მილიონი ლარით გაიზარდა და 106.4 მილიონ ლარს შეადგენს.

2018 წლის პირველ ნახევარში დანამატების ჯამური რიცხვი 93.3 მილიონ ლარს შეადგენდა. გარდა ამისა, თუ 2018 წლის პირველ ექვს თვეში დანამატები შრომის ანაზღაურების 14%-ს შეადგენდა, 2019 წლის პირველ ნახევარში 15%-ს შეადგენს.

ბიუჯეტის მონიტორიდან ცნობილი ხდება ისიც, რომ 2019 წლის პირველ ექვს თვეში სახელმწიფო ბიუჯეტის ჯამური შრომის ანაზღაურების ხარჯმა 735.3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 47.5 მილიონი ლარით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს. აქედან, თანამდებობრივი სარგოს ხარჯმა 507 მილიონი შეადგინა, რაც თითქმის 40 მილიონი ლარით აღემატება გასული წლის მონაცემებს. შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურების ხარჯები კი 11.7 მილიონი ლარითაა გაზრდილი და 111.2 მილიონს შეადგენს.

კომენტარები