ტაიფუნი ჩინეთში

ჩინეთის აღმოსავლეთ სანაპიროს სუპერ-ტაიფუნი ლეკიმა უახლოვდება

BBC

ჩინეთის აღმოსავლეთ სანაპიროს ძლიერი ტაიფუნი უახლოვდება, რის გამოც მთავრობამ გაფრთხილება გაავრცელა.

სუპერ-ტაიფუნი ლეკიმა ამჟამად ტაივანში მძვინვარებს. ქარის სიჩქარე საათში 190 კილომეტრს აღწევს. დაკეტილია სკოლები და ოფისები. გადაიდო ფრენები. შეჩერდა სარკინიგზო მოძრაობა. ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა 40,000-მდე სახლს. შტორმისგან გამოწვეულმა ქარმა და წვიმამ იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში 14,000-მდე სახელი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.

იმ რეგიონებში, სადაც მთავარი დარტყმაა მოსალოდნელი მობილიზებულია სამაშველო სამსახურები.

ათასობით ადამიანი უკვე გააფრთხილეს ევაკუაციის აუცილებლობის შესახებ.

მოსალოდნელია, რომ ძლიერი წვიმის შედეგად მდინარეები ადიდდება.

შტორმის გამო გადაიდო საზღვაო და სარკინიგზო მიმოსვლა.

წყნარ ოკეანეში ტაიფუნ ლეკიმასთან ერთად კიდევ ერთი ტაიფუნი კროსა წამოიშვა. ის გუამს და მიმდებარე კუნძულებს დაატყდა თავს და მოსალოდნელია, რომ იაპონიისაკენ გადაინაცვლებს.

კომენტარები