ლარის გაუფასურება

TBC: ერთი დოლარი 2.995 ლარი ღირს

ტაბულა

კომერციულ ბანკებში ლარი კვლავ გაუფასურებულია. TBC ბანკში ერთი აშშ დოლარის ღირებულება ამ დროისათვის 2.995 ლარია, საქართველოს ბანკში კი 2.98 ლარი.

ერთი ევრო TBC-ში 3.367 ლარი ღირს, საქართველოს ბანკში - 3.354 ლარი.

ეროვნული ბანკის უკანასკნელი მონაცემებით, ოფიციალური კურსით ერთი დოლარი 2.9338 ლარი ღირს, ერთი ევრო კი 3.2806 ლარი. განახლებულ მონაცემებს ეროვნული ბანკი საღამოს გამოაქვეყნებს.

ივნისის პირველ ორ კვირაში გამყარების შემდეგ, ლარმა 14 ივნისიდან გაუფასურება განაგრძო და 1 აგვისტოს დოლართან მიმართებით რეკორდულ მინიმუმამდე, 2.9718-მდე დაეცა. გასულ კვირაში, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაიტანა და აქედან 32.8 მილიონი გაყიდა, თუმცა 2 აგვისტოდან ლარი კვლავ უფასურდება.

კომენტარები