"რომ გამოვალ, ვისაუბრებ ძალიან ვრცლად" - TV პირველის დამფუძნებელი გამოკითხვაზე მივიდა

TV პირველის დამფუძნებელი ვატო წერეთელი გამოკითხვაზე მივიდა. წერეთელი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილის თანდასწრებით გამოიკითხება.

"პირველი დღიდან ვითხოვდი ჩემს გამოკითხვას, როგორც კომპანიის დამფუძნებლის, სამწუხაროდ, ჯერ ადამიანებს წარუდგინეს ბრალი და ამის მერე დამიბარეს მე გამოკითხვაზე, ჩემი აზრით, ეს არის სრული იდიოტიზმი და ახლა შევალ და ვეცდები, ყველა კითხვას გავცე პასუხი. რომ გამოვალ, ვისაუბრებ ძალიან ვრცლად" - აღნიშნა წერეთელმა.

TV პირველის დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი 6 აგვისტოს პროკურატურაში დაიბარეს. ვატო წერეთლის თქმით, იგი შეკითხვებზე პასუხს მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის წინ გასცემდა. წერეთელი მის დაკითხვაზე დაბარებას TV პირველს უკავშირებდა.

შეგახსენებთ, რომ ვატო წერეთელი ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის შვილია, რომელიც თავის მხრივ, ერთერთი მთავარი ფიგურაა იმ ტრანზაქციებში, რაზეც პროკურატურა TBC ბანკის დამფუძნებლებს ედავება და რის გამოც საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენებს აღკვეთის ღონისძიების სახით 700 000 - 700 000 ლარი შეუფარდა. 

წაიკითხეთ სრულად აქ.

კომენტარები