მე ჩემი აზრი ამ საკითხზე ვთქვი, სანამ პრეზიდენტი გავხდებოდი. დღეს, ჩემი, როგორც პრეზიდენტის საქმე არაა, რომ პოლიტიკური შეფასებები გავაკეთო, თუნდაც წინა ხელისუფლებაზე. მე შემიძლია იმაზე ვილაპარაკო, რაც მე არ უნდა გავაკეთო, მაგრამ თუ ძალიან დაგვაინტერესა ჩვენ, არც ჰააგაში და არც არსად ეს საკითხი არის ჩვენი შიდა საკითხი, რომელზედაც ალბათ მოვა დრო და შეიქმნება შიდა კომისია. ისტორიკოსები დასხდებიან და საზოგადოება იმსჯელებს, მაგრამ ის რაც გუშინ ვთქვი ამ საკითხზე, არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ომი თუ გახდა ჩვენი კიდევ ერთხელ დაყოფის, გახლეჩის საკითხი, მაშინ ამით ჩვენ საქართველოს ყველა მტერს, ვინც დღეს პროვოკაციაზე მიდის, პროვოკაციულ კითხვებზე, პროვოკაციულ ქმედებებზე, გარე მტრებთან ერთად ის ქმნის ხვალინდელ საფრთხეს ამ ქვეყნისთვის. ჩვენ გვჭირდება გაერთიანება და არა ერთმანეთთან დაპირისპირება
რუსული ოკუპაცია
ზურაბიშვილი 2008 წლის ომზე: ჩემი აზრი ადრე ვთქვი, პრეზიდენტის საქმე არაა პოლიტიკური შეფასებები
tbl.ge/3xbc
დაკოპირდა

ინტერპრესნიუსის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე. მას კითხვა აგვისტოს ომთან დაკავშირებით დაუსვეს, რომელზეც პრეზიდენტი პასუხისმგებლობას წინა ხელისუფლებას აკისრებდა.
ამავე თემაზე
- გაერომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა
- კალასის თქმით, EU-ს უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
- 2 აპრილს, რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
- სუს: ოკუპანტების მიერ 2026 წლის 20 იანვარს დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
- სუს: ოკუპანტების მეირ 2025 წლის 23 დეკემბერს დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია




