ავტოსაგზაო შემთხვევა

დიდ დიღომში ქალს და ბავშვს მანქანა დაეჯახა, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა

დიდ დიღომში ქალს და ბავშვს მანქანა დაეჯახა. ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ხოლო ქალის სიცოცხლეს საფრთე არ ემუქრება - მას რამდენიმე სახის მოტეხილობა აქვს. დაშავებულები ერთი ოჯახის წევრები არიან.

იაშვილის კლინიკაში ამბობენ, რომ 8 წლის ბავშვი რეანიმაციაში იმყოფება და "ოპერაციები ვერ უტარდება, რადგან მისი მდგომარეობა უმძიმესია“.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები