ლარის გაუფასურება

მათიკაშვილი: ბოლო პერიოდში მიმდინარე ნეგატიურმა მოვლენებმა ჰპოვა ლარის კურსზე ასახვა

ლარს მცურავი კურსი გააჩნია, მასზე აისახება შესაბამისი მოვლენები, ის ნეგატიური მოვლენები, რომლებიც საქართველოში მიმდინარეობდა ბოლო პერიოდში, ცხადია, მან ჰპოვა ლარის კურსზე ასახვა, თუმცა საქართველოს ეროვნული ბანკი და ეკონომიკური გუნდი შესაბამისი პოლიტიკის განხორციელებით მიდის იმ ნიშნულამდე, რომ ლარი, რა თქმა უნდა, დააბრუნოს თავის ბუნებრივ ამპლიტუდაში. ეს დროის ფაქტორია. დარწმუნებული ვარ, ამ კუთხით ყველაფერი იქნება ძალიან კარგად

ქართული ოცნების დეპუტატი დავით მათიკაშვილი თანაგუნდელების მსგავსად ლარის გაუფასურებას რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებს აბრალებს. თითქმის ორი თვეა, ლარს გაუფასურების ტენდენცია აქვს. ივნისის პირველ ნახევართან შედარებით, ეროვნული ვალუტა თითქმის 25 თეთრზე მეტითაა გაუფასურებული. ლარი გასული კვირის ბოლოს გამყარდა, მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაიტანა და აქედან 32.8 მილიონი გაყიდა.

კომენტარები