ავტოსაგზაო შემთხვევა

ნინოწმინდაში ავარიას 2 ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 1 პირი

flickr

ნინოწმინდაში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა 1 მათგანი, ხოლო მეორე ნინოწმინდის საავადმყოფოში გადაყვანის შემდგომ. უწყების ცნობით, დაშავებულია კიდევ 1 პირი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები