მკვლელობა

ხორვატიაში კაცმა ოჯახის 6 წევრი მოკლა, შემდეგ თავიც მოიკლა

flickr

ხორვატიაში, ზაგრებში კაცმა ოჯახის 6 წევრი, მათ შორის ერთი 10 წლის ბავშვი, მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

ბრალდებული 30 წლის კაცია, რომელიც ტაქსის მძღოლი იყო.

პოლიციამ ცხედრები ხუთშაბათს საღამოს იპოვა. პოლიციაში ერთ-ერთმა მეზობელმა დარეკა, რომელმაც დანაშაულის ადგილიდან ყვირილისა და სროლის ხმები გაიგო. ოჯახის ერთ-ერთი წევრი, 7 თვის ბავშვი, უვნებელი იპოვეს.

ზაგრების მაიორმა მილან ბანდიჩმა თქვა, რომ ეს შემთხვევა "იზოლირებულია და ტერორის საშიშროების არანაირი ნიშანი ზაგრებში არ არსებობს".

ხორვატიის პრეზიდენტმა კოლინდა გრაბარ კიტაროვიჩმა თქვა, რომ ის შეძრწუნებულია ამ ტრაგედიით და მსგავს ძალადობას ყველანაირად გმობს.

კომენტარები