ოკუპირებული ტერიტორიები

მთავრობა: აბიტურიენტები ოკუპირებული ტერიტორიებიდან ეროვნულ გამოცდებს არ ჩააბარებენ

პირველი არხი

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტები მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებელში, არჩეულ ფაკულტეტებზე სწავლას ეროვნულ გამოცდებზე გასვლის გარეშე გააგრძელებენ.

მთავრობამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის საპილოტე რეჟიმში სკოლისშემდგომი მომზადების პროგრამა აამოქმედა.

მათი თქმით, პროგრამა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ინიციატივითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, სამშვიდობო ინიციატივის "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" ფარგლებში ხორციელდება.

პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ სკოლისშემდგომი მომზადების პროგრამის მიზანია ახალგაზრდებისთვის უმაღლესი განათლების ხელშეწყობა და მათი კარიერული და პიროვნული ზრდის მხარდაჭერა.

პროგრამაში ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან 142 აბიტურიენტი ჩაერთო, აქედან ტესტირებაზე 139 აბიტურიენტი გავიდა და ბარიერი ყველა მათგანმა გადალახა.

კომენტარები