მამუკა ბახტაძე

ბახტაძე გვარამიას გამოკითხვაზე: ვიცი, რომ ერთერთი აქციონერი ედავება, კანონი უზენაესია

მე ვიცი, რომ ერთ-ერთი აქციონერი ედავება კომპანიას, რომ მოხდა ფინანსურ საკითხებში მნიშვნელოვანი დარღვევები, რის შედეგადაც მან იზარალა და ვიცი, რომ დღეს სასამართლო უნდა ყოფილიყო და ყოფილიყო სასამართლო. კანონი უზენაესია, ჩვენ ვართ თანასწორი კანონის წინაშე, მხოლოდ ეს განმარტება შემიძლია გავაკეთო.

მთავრობის სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერმინისტრმა რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორის გამოკითხვაზე ისაუბრა. საქმე ეხება რუსთავი 2-ის 9%-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის სარჩელს. ის ნიკა გვარამიას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით უჩივის.

კომენტარები