აქცია

გვარამია: თუ სააკაშვილს უფრო რადიკალური აქციები უნდა, თავისი პოლიტიკური ძალით გააკეთოს

თუ [სააკაშვილს უფრო რადიკალური აქციები] უნდა, მაშინ თვითონ უნდა გააკეთოს, თავისი პოლიტიკური ძალის მეშვეობით, თქვენ თვითონ ირჩევთ, როგორი იქნება თქვენი ბრძოლის მეთოდები. მე ვეთანხმები ყველანაირი ბრძოლის მეთოდს, ქვეყანაში არის დიქტატურა და არ შეიძლება ჩემგან ითხოვდნენ სამართლის მორჩილებას და თვითონ აბსოლუტურად არ ემორჩილებოდნენ სამართალს. დიქტატურა მარცხდება მისივე მეთოდებით, დიქტატურა დამარცხდება ამ ქვეყანაში პირობას გაძლევთ. როგორ წავა ბიძინა ივანიშვილი, არის მისი ასარჩევი, ის შეიძლება სარზე ჩამოაცვან, როგორც ლიბიის პრეზიდენტი, იმიტომ რომ, მას ასე აირჩია, ლიბიის პრეზიდენტმა. ის შეიძლება გაიქცეს და ის შეიძლება ჩაჯდეს დიდი ხნით ციხეში, თუ ასე აირჩევს. ის პოლიტიკაში არ უნდა იყოს. 

რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პარლამენტთან მიმდინარე გადაცემაში "სირცხვილია" პასუხობს წამყვანის კითხვას - " სააკაშვილისგან იყო მოწოდებები, რომ უფრო რადიკალური გამხდარიყო აქციები, ეთანხმებით ამას?"

კომენტარები