ასტეროიდი

დედამიწა “ქალაქის მკვლელ” ასტეროიდს გადაურჩა, მეცნიერებმა კი ამაზე არაფერი იცოდნენ

Washingtonpost

დედამიწა ასტეროიდის დაჯახებას გადაურჩა, თუმცა ამის შესახებ მეცნიერებს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ.

NASA-ს ცნობით, წამში 15 მილი სიჩქარით მოძრავი ასტეროიდი დედამიწისგან მხოლოდ 45 000 მილით იყო დაშორებული. ასტეროიდი დედამიწასთან უფრო ახლოს იყო, ვიდრე მთვარე.

“ის 30-ჯერ უფრო დიდ დარტყმას მიაყენებდა დედამიწას, ვიდრე ჰიროშიმაში ჩამოგდებული ატომური ბომბი”,- განაცხადა ასტონომიის პროფესორმა ალან დაფმა, მან ამ ასტეროიდს “ქალაქის მკვლელი” უწოდა.

ძალიან დიდი ზომის ასტეროიდის დანახვა მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გახდა შესაძლებელი, როგორც ამერიკულ მედიაში აცხადებენ, ის, დაახლოებით, ემპაირ სტეიტ ბილდინგის ზომის იყო.

ასტეროიდის დედამიწასთან მოახლოება ბრალიზიისა და ამერიკის შეერთებული შტატების ასტრონომიულმა ჯგუფებმა 24 ივლისს აღმოაჩინეს.

ასტეროიდს 2019 OK ეწოდა.

დაახლოებით 20 000 ასტეროიდი დედამიწისგან არც თუ ისე შორს მოძრაობს. 2013 წელს, ერთ-ერთი ასეთი მოძრავი სხეული რუსეთში ჩამოვარდა, რის შედეგადაც 1600 ადამიანი დაშავდა.

კომენტარები