ლარის გაუფასურება

ბესო ნამჩავაძე მთავრობას: რატომ ქმნით ხელოვნურად პანიკასა და უარყოფით მოლოდინს

ტაბულა

ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე ამბობს, რომ 22-28 ივლისის კვირაში ტურისტების რაოდენობა გაიზარდა.

ის TBC RESEARCH-ის კვლევას გამოეხმაურა. მისი თქმით, ტურისტების სიმცირე, რომელსაც საქართველოს მთავრობა რუსეთის გაღიზიანებს უკავშირებს, მათ მიერ ხელოვნურად შექმნილი პანიკა და უარყოფითი მოლოდინია. 

"8 ივლისის მერე რუსეთიდან ტურისტები შემცირდა, მაგრამ სხვა ქვეყნებიდან ზრდამ გადაფარა და ჯამში, ტურისტების რაოდენობა კი არ შემცირდა, გაიზარდა.

22-28 ივლისის კვირაში 3.7%-ით გაიზარდა!

როცა ტურიზმი იზრება, თუნდაც დაბალი მაჩვენებლით, ლარს კი არ აუფასურებს, ამყარებს.
საქართველოს მთავრობა | Government of Georgia რატომ ქმნით ხელოვნურად პანიკას და უარყოფით მოლოდინს, რომ რუსეთი გავაღიზიანეთ, ტურისტები აღარ შემოდიან და ლარი ამიტომ უფასურდება? ოღონდ გახარაის გადადგომის მოთხოვნა შეწყდეს და ყველაფერზე წამსვლელი ხართ?

იმედია, თიბისიში ხელმეორედ არ შეხვალთ ეხლა ამ კვლევის გამოქვეყნების გამო",- წერს ბესო ნამჩავაძე.

---

თიბისი ბანკის და თიბისი კაპიტალის მიერ დაარსებული ანალიტიკური ცენტრის, TBC RESEARCH-ის ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2019 წლის ივლისში საქართველოში 3,7 პროცენტით მეტი ტურისტი შემოვიდა. 

ორგანიზაციის ინფორმაციით, ივლისის ბოლო კვირაში ტურისტების რაოდენობის ზრდის ფაქტორი ევროკავშირის სახელმწიფოებიდან ნაკადის 15%-იანი ზრდა იყო. სწორედ, ეს ფაქტორი განიხილება, მიმდინარე თვის ბოლო კვირაში ტურისტული ნაკადის ზრდის მთავარ გამომწვევ ფაქტორად.

კვლევაში აღნიშნულია, რომ წინა წლებთან შედარებით ტურისტული ნაკადის ზრდა შემცირებულია, თუმცა ზოგადი დინამიკა კვლავაც დადებითია.

მონაცემებზე დაყრდნობით, ორგანიზაცია 2019 წელს ორგანიზაცია საქართველოს ეკონომიკის, დაახლოებით, 5%-იან ზრდას ვარაუდობს. 

კომენტარები