თბილისის აეროპორტში, სამხრეთ აფრიკიდან მომავალ მგზავრს, ხელბარგში 20 კილოგრამი მარიხუანა აღმოუჩინეს.
"კერძოდ, 27 ივლისს, საბაჟო გამშვებ პუნქტში თბილისის აეროპორტი და თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონა", სპეციალურად დამუშავებული რისკის საფუძველზე, სამხრეთ აფრიკიდან მომავალი, საეჭვო ტრანზიტული მარშუტის მქონე მგზავრის ვ.ს.-ს კუთვნილი ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 20 კილოგრამი მარიხუანა გამოვლინდა" - აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მომხდარ გამოძიება განსაკუთებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვისა და განსაკუთებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 273-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტი მიმდინარეობს.