ივანიშვილის წარმომადგენლის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღეს, 15 იანავრს გააფორმებენ ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც კომპანია TAV თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მართვას დამატებით 5 წლით, 2031 წლის ბოლომდე გაახანგრძლივებს.
"დღეს ფრანგულ კომპანია Groupe ADP-ისთან ხელს ვაწერთ ხელშეკრულებას თბილისის საერთაშორიოაეროპორტის გაფართოების შესახებ. ხელშეკრებულების ფარგლებში Groupe ADP-ის მფლობელობაში არსებული კომპანია TAV აეროპორტის მართვას დამატებით 5 წლით, 2031 წლის ბოლომდე, ვაზიანში თბილისის ახალი აეროპორტის მშენებლობის დასრულებამდე უზრუნველყოფს.
აეროპორტის გაფართოებისთვის განხორციელდება 150 მილიონი დოლარის ინვესტიცია, რაც მის გამტარუნარიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის და ამასთან ერთად, მგზავრთა მომსახურების ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ინვესტიცია უზრუნველყოფს მგზავრთნაკადის გაზრდას, სერვისების უწყვეტ გაუმჯობესებას, მგზავრებისთვის კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნას, სწრაფ და ეფექტიან ოპერაციულ პროცესებს და თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამგზავრო გამოცდილების დანერგვას" - განაცხადა კობახიძემ.
აღნიშნულის შესახებ კოახიძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.
რაც შეეხება აეროპორტის გაფაერთოების პროექტს, ადმინისტრაციის ცნობით, "ინვესტიციის ფარგლებში განხორციელდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის არსებული ტერმინალის მასშტაბური გაფართოება, რის შედეგადაც მისი საერთო მოცულობა დაახლოებით 50 პროცენტით გაიზრდება. პროექტი მოიცავს როგორც ჩამოფრენის, ისე გამგზავრების ზონების განვითარებას, რაც აეროპორტის წლიურ გამტარუნარიანობას არსებული 5 მილიონი მგზავრიდან მინიმუმ 10 მილიონამდე გაზრდის. პარალელურად, თვითმფრინავების სადგომების რაოდენობა 58-დან 65-მდე გაიზრდება და მნიშვნელოვნად გაფართოვდება აეროპორტის ბაქანი".
TAV საქართველოში 2006 წლიდან მუშაობს, ის თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს მართავს.
რაც შეეხება ვაზიანის აეროპორტს, ცნობისთვის, ახალი აეროპორტის მშენებლობა კობახიძემ 2024 წლის 8 აპრილს დააინიცირა, შემდეგ კი აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ დააზუსტა, რომ 2029 წლისთვის ახალ აეროპორტში ტრანზიტული პერიოდი უნდა დაწყებულიყო, მას შემდეგ, რაც არსებულ აეროპორტს ახალ აეროპორტში გადაიტანდნენ, თუმცა დღევანდელ მოხსენებაში ივანიშვილის პრემიერმინისტრმა ახალი ვადა - 2031 წელი დაასახელა.
ამასთან, ლევან დავითაშვილმა 2024 წლის 8 აპრილს განაცხადა (დავითაშვილი კობახიძემ ეკონომიკის მინისტრის პოსტიდან 2025 წლის 24 ივნისს გადააყენა) "2028 წლის ბოლოს ჩვენ შევძლებთ, გვქონდეს სრულყოფილი ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ ახალი ფრენები განხორციელდეს".





