ლარის გაუფასურება

კალაძე ლარის გაუფასურებაზე: რა თქმა უნდა, ეს არის აქციებთან დაკავშირებული

ლარის კურსს რაც შეეხება, არსებული სიტუაცია არის ძალიან ცუდი და მძიმე. რა თქმა უნდა, ეს არის აქციებთან დაკავშირებული, მოვლენები როგორ განვითარდა, ეს არის ტურისტების შემცირებული ნაკადები, მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესები, გარე ფაქტორები. ყველაფერმა ამან მოგვცა ის შედეგი, რაც გვაქვს დღეს, არის ძალიან ცუდი, ალბათ, ძალიან გამიხარდებოდა უფრო მეტი ინფორმაციის მიღება ეროვნული ბანკისგან, თუ რა ღონისძიებები უნდა იქნას გატარებული, რა ნაბიჯები უნდა იქნას გადადგმული იმისთვის, რომ ლარის კურსის დასტაბილურება წავიდეს და რაც არის კურსთან მიმართებაში, როგორც სპეციალისტები ამბობენ, არის ზედმეტად გაუფასურებული

თბილისის მერი, კახა კალაძე ლარის გაუფასურებაზე. TBC ბანკის ვალუტის გაცვლითი კურსით, ერთი აშშ დოლარის ღირებულება ამ დროისათვის 3.015 ლარს შეადგენს, ანალოგიური ღირებულება აქვს დოლარს საქართველოს ბანკშიც.Bloomberg Markets-ის ვალუტის გაცვლითი კურსით, ერთი აშშ დოლარის ღირებულება ამჟამად 2.9675 ლარია. საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალურ კურსს საღამოს გამოაქვეყნებს, იქამდე კი ლარი გაუფასურების ანტირეკორდებს ხსნის. უკანასკნელი მონაცემებით, ერთი აშშ დოლარის ღირებულება ოფიციალური კურსით ისტორიულ მინიმუმზეა და 2.9507 ლარს შეადგენს.

კომენტარები