ბიუჯეტი

ივნისში მთავრობის ხარჯები 22.1 მილიონით აღემატებოდა შემოსავლებს

2019 წლის ივნისში სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებმა 774.7 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო შემოსავლებმა 752.6 მილიონი. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 2019 წლის პირველი ექვსი თვის ბიუჯეტის შესრულების დოკუმენტის მიხედვით, 2019 წლის პირველ ექვს თვეში ვალდებულებების ზრდით ბიუჯეტში შესულმა თანხამ 632 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც საპროგნოზო მოცულობის 106%-ია.

2019 წლის ივნისში საქართველოს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 5%-ით გაიზარდა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 24 ივლისს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0.5%-ით შეამცირა 4.5%-მდე. მაისში გამოქვეყნებულ მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში ეროვნული ბანკი ვარაუდობდა, რომ წელს ზრდა 5%-იანი იქნებოდა.

კომენტარები