აშშ-რუსეთი

ტრამპი ნავალნის შესაძლო მოწამვლაზე: ამის შესახებ არ ვიცი, მაგრამ გავარკვევ

დონალდ ტრამპი
Getty Images

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავლანის შესაძლო მოწამვლის ფაქტს გაარკვევს. ამის შესახებ ინფორმაციას ABC ავრცელებს.

"მე არ ვიცი ამის შესახებ, მაგრამ გავარკვევ. ეს სიახლეა, ამის შესახებ წუხელ შევიტყვე"- თქვა ტრამპმა. 

ალექსეი ნავალნი, 24 ივლისს საცხოვრებელ სახლთან დააპატიმრეს. ბოლო 30 დღის განმავლობაში ეს ნავალნის დაპატიმრების მეორე შემთხვევა იყო. იმავე დღეს, სასამართლომ ნავალნის, მიტინგის ორგანიზების წესების დარღვევისთვის 30 დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

ნავალნის პრესსპიკერმა, კირა იარმიშმა 28 ივლისს საღამოს თქვა, რომ ნავალნიჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო 64-ე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოფიციალური დიაგნოზით, მას მწვავე ალერგიული ფონი გამოუვლინდა. თუმცა, მისმა პირადმა ექიმმა, ანასტასია ვასიელევამ აღნიშნული დიაგნოზი გამორიცხა და თქვა, რომ ალერგიული ფონი ნავალნის არასდროს აღენიშნებოდა, მით უფრო, რომ ის იმ საჭმელს მიირთმევდა რასაც სხვა დაკავებულები და არანაირი ახალი პარფიუმერია და პირადი ჰიგიენის საშუალებები არ გამოუყენებია. ამავე პოსტში ვასილიევამ დაწერა, რომ ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება შესაძლოა, დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედებას უკავშირდებოდეს. 

29 ივლისს, ნავალნი საავადმყოფოდან გაწერეს და საპატიმროში დააბრუნეს. მოგვიანებით, ნავალნიმ facebook-ზე პოსტი დაწერა და მისი მოწამვლა არ გამორიცხა. 

კომენტარები