ფსიქოტროპული ნივთიერებები

POG: ბორჯომში ყალბი რეცეპტის დამზადებისა და გასაღების ბრალდებით ექიმი დავაკავეთ

სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად, სასამართლო განჩინების საფუძველზე, ექიმი რ.ჯ. დააკავა. 

პროკურატურის ცნობით, იგი სამედიცინო საქმიანობას ეწეოდა ბორჯომში და ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ამზადებდა და ასაღებდა ყალბ რეცეპტებს.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 268-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით, რაც სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის დამზადებას გასაღების მიზნით და გასაღებას გულისხმობს. დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია ექვსიდან თერთმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა.

კომენტარები