ბექა მინდიაშვილი

მინდიაშვილი: ყველა დაკავებული ივანიშვილის შურისძიების მსხვერპლია

რა მნიშვნელობა აქვს, ვინ დააპატიმრა ხელისუფლებამ, - ზოოლოგი, ტაქსისტი, ფილოლოგი თუ სტუდენტი, - ყველა დაკავებული ივანიშვილის შურისძიების მსხვერპლია, - ისინი ოლიგარქის მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ და არა სამართლიანი სასამართლოს წინაშე, რომელიც ამ ქვეყანაში არ არსებობს; ისინი გახარიამ დააკავა, რომელიც თვითონაა დღეს უპირველესი დამნაშავე და არა ქართულმა პოლიციამ; ისინი შიშველი ხელებით უპირისპირდებოდნენ მტერი, ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ ჩვენი მორიგი დამცირების აქტს, კოლაბორაციონისტი ქართველებისავე შესრულებით, და არა დამოუკიდებელი სახელმწიფოს ინსტიტუტებს; ისინი არიან პოლიტიკური პატიმრები, პოლიტიკური შურისძიებისა და დისკრიმინაციის მსხვერპლნი და არა -- კრიმინალები. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ მათი თავისუფლებისთვის!

20 ივნისის ღამის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით პასუხისგებაში 17 პირი მიცემული. მათ შორის ნიკა მელია, რომელიც გირაოს საფუძელზე და ელექტრონული სამაჯურის პირობით გათავისუფლდა. ასევე, ირაკლი ოქრუაშვილი, რომელსაც წინასწარი პატიმრობა შეეფარდა და რიგითი მოქალაქეები, მათ შორის ბიოლოგი ბეჟან ლორთქიფანიძე.

კომენტარები