თიბისი ბანკის საქმე

ჭყონია თიბისის საქმეზე: რაც ხაზარაძისა და ჯაფარიძის გარშემო ტრიალებს, ნორმალური არ არის

თემურ ჭყონია
ტაბულა

კოკა-კოლა ბოთლერზ ჯორჯიას დამფუძნებელი და გენერალური მენეჯერი, თემურ ჭყონია, მამუკა ხაზარაძისთვის და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენას კვირის პალიტრასთან ინტერვიუში გამოეხმაურა.

"ქვეყანა ეკონომიკურად მიდის, მსუბუქად რომ ვთქვათ, არსაით და ამასობაში მსოფლიო დონის ბიზნესმენების გარშემო საქართველოში გაურკვეველი პროცესებია და მათ ფულის გათეთრებაში სდებენ ბრალს", — განაცხადა ჭყონიამ. ბიზნესმენისთვის, ასევე, გაუგებარია სახელმწიფოს პოზიცია. 

ჭყონიას თქმით, სხვადასხვა თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს ჩვეულებრივი სამართლებრივი დავაა, თუმცა ამავდროულად პროკურატურა საქმის ირგვლივ გაკეთებული საგანგებო განცხადებებით არასაჭირო აჟიოტაჟს და ხმაურს ქმნის. "თუ ისეთი არაფერი ხდება და პროკურატურა მხოლოდ იმის გარკვევას ცდილობს, მოხდა თუარა დანაშაული, რატომ გახდა ეს თემა პოლიტიკური განცხადებების მთავარი საგანი?",— ამბობს ჭყონია.

ჭყონიას თქმით, ხაზარაძე და ჯაფარიძე მსოფლიო დონის ბიზნესმენები არიან და მათთან მსოფლიოს უმსხვილესი ინვესტორები ურთიერთობენ, ხოლო ამ საქმიდან გამომდინარე საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი ზარალდება, — "არ სჭირდება ამ საქმეს 2-3-წლიანი გამოძიება, რომ ეს თემა მუდმივად ატრიალო და შექმნა ხმაური. ხომ შეიძლება ცივილიზებულად გაკეთდეს ყველაფერი. თუ მაინცდამაინც გაჩნდა ტრანზაქციით დაინტერესება, უნდა ეთქვა ხელისუფლებას, რომ მასაც არ ეპარება ეჭვი, რომ ასეთი კარგი წარსულის ბიზნესმენები არიან, მაგრამ ისევ მათი სახელის დასაცავად საჭიროა დაზუსტდეს, მოხდა თუ არა კანონდარღვევა". 

ჭყონია, ამბობს, რომ მისთვის გასაგებია რატომ შეაფასა ხაზარაძემ მის გარშემო მიმდინარე პროცესები როგორც ორკესტრირებული შეტევა.

კომენტარები