სირცხვილია - აქცია პარლამენტის წინ

სირცხვილია 39.0 - პარლამენტთან ფლი მარკეტი გაიმართება

28 ივლისს, პროტესტის 39-ე დღეს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ უკვე ტრადიციული, საკვირაო ფლი მარკეტი გაიმართება. 

ფლი მარკეტზე საქართველოში მოქმედი სტარტაპები თავიანთ პროდუქციას გაყიდიან და ნავაჭრიდან შესული თანხის 20%-ს ნებაყოფლობით ჩარიცხავენ აქციების ორგანიზებისთვის გამოყოფილ აქციებზე.

იმისათვის, რომ თქვენც გაიტანოთ პროდუქცია გასაყიდად, უნდა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა ამ ლინკზე. 

ფლი მარკეტი 17:00 საათზე დაიწყება. 

20 ივნისის აქცია შსს-მ ძალადობრივად დაარბია. დაშავდა 160 სამოქალაქო პირი. მათ შორის ორმა, თვალი დაკარგა. თვეზე მეტია, სამოქალაქო აქტივისტები შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვს. თავად გახარია ამბობს, რომ ამ ეტაპზე არ გადადგება. ის ერთი მხრივ, "პროვოკატორი ოპოზიციონერების" და პოლიციელებზე თავდამსხმელების დაკავებას აპირებს, მეორე მხრივ კი, "იმ ცალკეული სპეცრაზმელების" დასჯას, რომლებმაც დარბევისას ძალას გადაამეტეს.

აქციის ძალადობრივი დასჯიდან 38 დღე გავიდა. ამ დროის განმავლობაში, აქციის მონაწილეების მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის დააკავეს ორი პოლიციელი, მათგან ერთი - გირაოთი გაათავისუფლეს. ხოლო 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, შსს-მ პასუხისგებაში მისცა 19 პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი - ნიკა მელია. დეპუტატს აღკვეთის ღონისძიებად გირაო და დამატებითი უზრუნველყოფის ღონისძიებები აქვს შეფარდებული, კერძოდ, ჩამოართვეს პასპორტი და დაამაგრეს ელექტრონული სამაჯური. 

კომენტარები