სირცხვილია - აქცია პარლამენტის წინ

ბესელია გახარიაზე: შს მინისტრს პოლიტიკური პასუხისმგებლობის შეხსენება არ უნდა სჭირდებოდეს

პირველ რიგში იმიტომ უნდა გადადგეს გიორგი გახარია, რომ არსებობს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომელსაც უნდა იაზრებდეს ყველა თანამდებობის პირი, როდესაც მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში და პროცესში დგება ისეთი შედეგი, როგორიც დადგა აქ 20-21 ივნისის ღამეს, აი, ამ შედეგების გათვალისწინებით, პოლიტიკური პასუხისმგებლობა რომ უნდა აიღო, ამის შეხსენება არ უნდა სჭირდებოდეს ამ უწყების ხელმძღვანელს. ამაზე ვლაპარაკობდი მაშინაც, როდესაც პლენარულ სხდომაზე გამოვდიოდი და ამაზე ვლაპარაკობ ახლაც. მე ძალიან მიკვირს, რომ ამის გამეორება გვიწევს ამდენი ხნის განმავლობაში იმიტომ, რომ ეს არის ის მინიმალური სტანდარტი, რომელსაც ნებისმიერი თანამდებობის პირი უნდა იცავდეს

ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ გადაცემაში #სირცხვილია ისაუბრა, რომელიც ყოველდღე პარლამენტის წინ გადის. ერთ თვეზე მეტია რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი ადამიანები შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ, რადგან 20 ივნისის ღამით მშვიდობიანი, ანტისაოკუპაციო აქცია სპეციალური დანიშნულების რაზმმა რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლებით დაშალა. დარბევის დროს სამმა ადამიანმა თვალი დაკარგა.

კომენტარები