აშშ - რუსეთი

ლავროვი: მოსკოვი შეშფოთებულია აშშ-ის გეგმით, რომელსაც კოსმოსში იარაღის განლაგება სურს

tasnim

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა BRICS-ის ქვეყნების (ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის) სესიაზე განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ იარაღის კოსმოსში იარაღის განვითარება კიდევ ერთ შეიარაღების შეჯიბრს გამოიწვევდა. 

"ჩვენ შეშფოთებულები ვართ აშშ-ის გეგმით, რომელსაც კოსმოსში იარაღის განთავსება სურს და რასაც უკვე ახორციელებს. ეს კიდევ ერთ შეიარაღების შეჯიბრებამდე მიგვიყვანს. როგორც იცით, ჟენევაში განიარაღების კონფერენციაზე რუსეთმა და ჩინეთმა იარაღის განვითარების ასარიდებლად შეთავაზება უკვე წარადგინეს. ამ პრობლემაზე ჩვენ ვაფასებთ გაეროს გენერალური ასამბლეის სესიებზე BRICS-ის ქვეყნების მხარდაჭერას ყოველწლიურ რეზოლუციებზე," - თქვა ლავროვმა.

გასული წლის აგვისტოში აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა პენტაგონში გამოსვლისას თქვა, რომ რუსეთიდან და ჩინეთიდან მომავალი საფრთხეების პირობებში აუცილებელი უზრუნველყონ კოსმოსში ამერიკის დომინირება. მისი თქმით, კოსმოსი მშვიდობიანი იყო და არ იყო სადავო, თუმცა ახლა ის გადატვირთული და დაპირისპირებების შემცველია.

პენტაგონში გამოსვლამდე აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა საკუთარ Twitter-ზე დაწერა - "თავდაცვის დეპარტამენტის დღევანდელი ანგარიში გადამწყვეტი ნაბიჯია ჩვენი შეიარაღებული ძალების მეექვსე დანაყოფის: კოსმოსური ძალების ჩამოყალიბებისაკენ: შევქმნათ აშშ-ის კოსმოსური სარდლობა; შევქმნათ ელიტური კოსმოსური ოპერაციების ძალები; შევქმნათ კოსმოსური განვითარების სააგენტო; შევქმნათ და განვავითაროთ აშშ-ის კოსმოსური ძალები.

პენტაგონს სამხედრო კოსმიური ძალების შექმნა აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაავალა. ამის შესახებ მან თეთრ სახლში გამართულ ეროვნული კოსიური საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

ტრამპის თქმით, აშშ-ს კოსმიური ძალები, შეიარაღებული ძალების ნაწილი იქნება და მნიშვნელოვან როლსაც შეასრულებს. კოსმოსური ძალების დანაყოფის შექმნის იდეა შარშან წარმომადგენელთა პალატაში განიხილეს, თუმცა იდეის წინააღმდეგ მაშინ პენტაგონი გამოვიდა.

კომენტარები