ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
მრავალეროვნული სწავლება

Agile Spirit 2019 - საქართველოში მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები დაიწყო (ფოტოები)

შაბათი, 27 ივლისი, 2019 - 15:31
tbl.ge/3w7l
დაკოპირდა

საქართველოში მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2019 დაიწყო. გახსნის ცერემონია სენაკში გაიმართა. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის, ვლადიმერ ჩაჩიბაიას შეფასებით, "მრავალეროვნული სწავლება სრულიად პასუხობს ჩვენი ქვეყნის მიერ გაცხადებულ პოლიტიკას - მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში". მისი თქმით, Agile Spirit 2019 ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური სწავლებაა, რომელიც საქართველოში ტარდება.

II ქვეითი ბრიგადის ბაზის სამწყობრო მოედანზე მოწყობილ სწავლებაში მონაწილე პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა აშშ-ის ჯორჯიის შტატის არმიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა რანდელ სიმონსმა.

"საქართველო აშშ-ის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და იმ ალიანსში შემავალი წევრია, რომელიც მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის იბრძვის. Agile Spirit 2019 უფრო მეტია, ვიდრე აშშ-სა და საქართველოს ხელმძღვანელობით გამართული სწავლება. მასში 14 ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურეა ჩართული. ამ საერთაშორისო წვრთნაში მონაწილეობა კი, იმის ნათელი დასტურია, რომ მხარს უჭერ რეგიონისა და მსოფლიოს მშვიდობასა და სტაბილურობას,“ - განაცხადა ამერიკელმა გენერალმა თავდაცვის სამინისტროს ცნობით.

მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2019, რომელიც 9 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება, საქართველოში მეცხრედ ტარდება. სწავლება სამ ლოკაციაზე - სენაკის II ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, ორფოლოსა და ვაზიანის პოლიგონებზე იმართება. წვრთნებში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იღებს მონაწილეობას. წელს სწავლებაში 14 ქვეყანაა ჩართული: საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, ნორვეგია, ბელგია, ბულგარეთი, საბერძნეთი, მონტენეგრო, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა.

"წლევანდელი სწავლების მიზანია მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლება, ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწა და გაძლიერება მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს; მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების განვითარება ალიანსისა და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორის; ასევე, შავი ზღვის რეგიონში სტაბილურ და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა.

სამხედრო წვრთნების სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე კომპონენტებს, ასევე სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას გაერთიანებულ ოპერაციებში" - აცხადებს თავდაცვის სამინისტრო.

აღსანიშნავია, რომ Agile Spirit 2019-ის გახსნას არ დასწრებია საქართველოს თავდაცვის მინისტრი. ვლადიმერ ჩაჩიბაიას თქმით, "დღეს არ იყო ისეთი ღონისძიება, რომ პოლიტიკური მეთაური დასწრებოდა". მისი ინფორმაციით, ლევან იზორია სწავლების დახურვაში მიიღებს მონაწილეობას.

მრავალეროვნული სწავლებათავდაცვის სამინისტროერთობლივი სამხედრო წვრთნები საქართველოშიერთობლივი წვრთნებიერთობლივი წვრთნები საქართველოში

კომენტარები

ბოლო სიახლეები

პოლიცია მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა უსაფუძვლო დაკავებას აგრძელებს - საია
ორშაბათი, 27 ივლისი, 2026 - 01:10

პოლიცია მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა უსაფუძვლო დაკავებას აგრძელებს - საია

მშვიდობიანი გამოხატვის წინააღმდეგ გამოყენებული ძალა, რეპრესიული პრაქტიკის გაგრძელებაა - DRI
ორშაბათი, 27 ივლისი, 2026 - 00:57

მშვიდობიანი გამოხატვის წინააღმდეგ გამოყენებული ძალა, რეპრესიული პრაქტიკის გაგრძელებაა - DRI

ბერლინში პრაიდზე ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი პირი პოლიციამ მოკლა
კვირა, 26 ივლისი, 2026 - 23:59

ბერლინში პრაიდზე ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი პირი პოლიციამ მოკლა

"შეურაცხმყოფელი ბანერები ეჭირათ" - საკრებულოსთან პოლიციამ 10 მოქალაქე დააკავა
კვირა, 26 ივლისი, 2026 - 23:47

"შეურაცხმყოფელი ბანერები ეჭირათ" - საკრებულოსთან პოლიციამ 10 მოქალაქე დააკავა

"ყველანაირად უნდა, რომ გამანადგუროს" - რას ამბობს იოსებ სიგუა ცოლის ბრალდებებზე
კვირა, 26 ივლისი, 2026 - 22:36

"ყველანაირად უნდა, რომ გამანადგუროს" - რას ამბობს იოსებ სიგუა ცოლის ბრალდებებზე

ყველაზე კითხვადი

EU-მ "თელასის", "თელმიკოსა" და "ხრამჰესების" მფლობელი რუსული ენერგოკომპანია დაასანქცირა
1EU-მ "თელასის", "თელმიკოსა" და "ხრამჰესების" მფლობელი რუსული ენერგოკომპანია დაასანქცირა
2Wildberries-ის საწყობებზე იერიშების გამო მზღვეველების დახმარებას არ ვაპირებთ – ნაბიულინა
3EU-ს სანქციების შემდეგ რუსულმა Zolotaya Korona-მ საქართველოში ფულადი გადარიცხვები შეაჩერა
4ცნობილია, რა ეღირება სასკოლო ფორმები – მიქანაძემ ბრძანება გამოსცა
5"ყველანაირად უნდა, რომ გამანადგუროს" - რას ამბობს იოსებ სიგუა ცოლის ბრალდებებზე

ბოლო ვიდეო

"შეაღწიეს მარკეტში, პროდუქციის მოპარვას შეეცადნენ" – თბილისში 2 პირი დააკავეს [VIDEO]
პარასკევი, 24 ივლისი, 2026 - 10:40"შეაღწიეს მარკეტში, პროდუქციის მოპარვას შეეცადნენ" – თბილისში 2 პირი დააკავეს [VIDEO]

გირჩევთ

როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕