სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეაში ღამის კლუბში ნგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 17 დაშავდა

AFP

27 ივლისს სამხრეთ კორეაში ქალაქ გვანჯუს Coyote Ugly კლუბში შიდა აივანი ჩამოინგრა, რასაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 17 დაშავდა. 

ორივე დაღუპული სამხრეთ კორეის მოქალაქეა. 

დაშავებულებს შორის ცურვაში მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე სპორტსმენები არიან - 4 ამერიკელი, 2 ახალი ზელანდიელი, 1 ჰოლანდიელი, 1 იტალიელი და 1 ბრაზილიელი.

შემთხვევის დროს კლუბში, დაახლოებით, 370 ადამიანი იმყოფებოდა.

 

კომენტარები