მამუკა ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძე: საზოგადოებრივი მოძრაობა იქნება ძალიან აქტიური და გეგმებს მალე გაიგებთ

ახლა მე გესაუბრებით როგორც მამუკა ხაზარაძე, ძალიან მიხარია ის გადაწყვეტილება, რომ სულ რაღაც ერთი კვირის წინ გამოვაცხადე ორგანიზაციის დაფუძნება, საზოგადოებრივი მოძრაობის, რომელიც იქნება ძალიან აქტიური, ძალიან დიდი და მის გეგმებს ძალიან მალე გაიგებთ. აქ იქნება აბსოლუტურად ახალი თაობა და ახალი პროფესიონალები, ძალა, ვისაც უყვარს საქართველო, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის, ვისაც არ უნდა რუსული ორიენტაცია, ვინც ებრძვის ოკუპაციას და ვისაც უნდა რომ საქართველო ერთხელ და სამუდამოდ შედგეს წარმატებულ ქვეყანად და იქ ნეპოტისტურ, კლანურ, ერთპიროვნულ მმართველობას არ ჰქონდეს ადგილი. 

მამუკა ხაზარაძემ 9 ივლისს გამოაცხადა, რომ ის საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას აპირებს. ამის შემდეგ, 24 ივლისს საქართველოს პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი წარუდგინა, დღეს კი მათ საქალაქო სასამართლომ 700 000-ლარიანი გირაო და გამოძიების თანხმობის გარეშე საზღვის კვეთის აკრძალვა შეუფარდა.

კომენტარები