ნინოწმინდის სოფელ ფოკაში, შურისძიების მოტივით მომხდარი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებისთვის ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
"სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 3
დეკემბერს, დღის საათებში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში გ.მ.-მ
შურისძიების მოტივით, მოკვლის მიზნით, პისტოლეტის გამოყენებით, რომელსაც ატარებდა მართლსაწინააღმდეგოდ, ხ.ტ.-ს გულმკერდისა და სახის არეში მიაყენა ცეცხლნასროლი ჭრილობები, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა", - წერია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციითვე, სამართალდამცველებმა ბრალდებული 2018 წლის 3 დეკემბერს ნინოწმინდაში დააკავეს და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.