ჰომოფობია

ლონდონში სკოლის მოსწავლეები ლესბოსელ წყვილზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს

CNN

30 მაისს, გვიან საღამოს მელანია გეიმონტი და მისი მეწყვილე ავტობუსით სახლში ბრუნდებოდნენ, როდესაც მათ 4 ადამიანი თავს დაესხა.

ხუთშაბათს, 25 ივლისს დეტექტივებმა ოთხი, 15-დან 17 წლამდე ბიჭი სიძულვილის დანაშაულის ბრალდებით დააკავეს.

ამასთან, 15 წლის ბიჭი დამნაშავეა ქურდობისთვის, ორ 16 წლის მოზარდს კი კანაფის მოხმარებისთვის დამატებითი პასუხისმგებლობა დაეკისრათ.

ოთხივე მათგანი Highbury Corner Youth-ის სასამართლოს წინაშე 21 აგვისტოს წარსდგება.

ინციდენტის შემდეგ წყვილი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი მომსახურება გაუწიეს. გეიმონტმა მოგვიანებით დაადასტურა, რომ მას ცხვირი გაუტეხეს.

ერთ-ერთის განცხადებით, ბიჭები მათ თავს მას შემდეგ დაესხნენ, როდესაც ის თავის შეყვარებულს კოცნიდა.

ლონდონის მერმა სადიქ ამან ხანმა ამ შემთხვევას “საზიზღარი, ქალთმოძულე თავდასხმა” უწოდა.

"არავის არასდროს არ უნდა უწევდეს დამალოს ვინ არის, ან ვინ უყვარს, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა LGBT თემის მიმართ მიუღებელი ძალადობა შეწყდეს”,- განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ.

დიდი ბრიტანეთის პოლიციის განცხადებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში ჰომოფობიური თავდასხმების რიცხვი გაორმაგდა. 

ბრიტანეთში 2017-2018 წლებში 11 638 ჰომოფობიური თავდასხმა დაფიქსირდა.

კომენტარები