მალხაზ მაჩალიკაშვილი

პოლიცია მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტთან კარვის დადგმის საშუალებას არ აძლევს

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს პოლიცია პარლამენტის წინ კარვის გაშლის საშუალებას არ აძლევს.

ამის მიზეზად სამართალდამცავები ტერიტორიაზე დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასახელებენ. ისინი ამბობენ, იგეგმება ფილების შეცვლა და მაჩალიკაშვილი კარავს ვერ დადგამს, თუმცა აქციის ჩატარების უფლება აქვს.

უცნობია, როდის იგეგმება სამუშაოები და შეეხება თუ არა ეს იმ ტერიტორიასაც, სადაც უკვე ერთ თვეზე მეტია ანტისაოკუპაციო აქცია, სახელწოდებით "სირცხვილია" მიმდინარეობს. სწორედ ამ აქციების გამო აიღო მაჩალიკაშვილმა კარავი პარლამენტის ტერიტორიიდან, თუმცა დღეს ამბობს, რომ კვლავ ბრუნდება, რადგან სახელმწიფოს არ ეგონოს, რომ დანებდა.

კომენტარები