რუსეთი

რუსეთში, ინგუშეთის მერია ქცევის კოდექსით ხალხს ხმამაღალ სიცილს, პირში სიგარეტს უწუნებს

TASS

რუსეთში, ინგუშეთის დედაქალაქ მაგასის მერმა ბესლან ცეჩოევმა თქვა, რომ ახალგაზრდებისთვის საზოგადოებაში შესაბამისად მოქცევის ბროშურები გამოუშვეს.

"ერთი უხამსი ნათქვამი, ახალგაზრდა მამაკაცის ხმამაღალი სიცილი ან სკამზე მსხდომი გოგოების მიერ უფროსების არ შემჩნევა - ეს სულს სისაძაგლით ავსებს!" - წერს ინგუში მერი Instagram-ზე.  

"იმისთვის, რათა ინგუშ ხალხში ტრადიციული ღირებულებები წავახალისოთ მერიამ 'ინგუშეთის ეტიკეტი' საჯარო სივრცეში მოქცევის ბროშურები გამოსცა, სადაც ფოტო ილუსტრაციებით ინგუში ხალხის ქცევის კოდექსი არის აღწერილი." - განმარტა მან.

მერს საზოგადოებრივ სივრცეში სიგარეტის მოწევაც აწუხებს - "ქალაქის შუაგულში კბილებში გარჭობილი სიგარეტი გავრცელებული ფენომენი გახდა... რა სჭირს ჩვენ ახალგაზრდობას? მე ამაზე ტკივილით ვსაუბრობ, აუცილებელია სიგნალი!"

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აღნიშნული ნაბიჯი მარიხუანასთან ბრძოლას მისცემს ბიძგს რომელიც "ჩვენი მშვენიერი ხალხის ნოყიერ ნიადაგზე ამოსვლას ცდილობს".

მისი თქმით, მაგადანის მერია ხალხმრავალ ადგილებში, ქუჩებში, სკოლებში, საგანმანათლებლო ინსტიტუტებში - ყველგან დაარიგებს ახალ ბროშურებს.

მერი მშობლებს ურჩევს, რომ ბროშურები შვილებს საჩუქრის სახით გადასცენ და ასევე თავადაც გაეცნონ. ბროშურა სამ ენაზეა - რუსულად, ინგუშურად და ინგლისურად. 

კომენტარები