პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები

ბესელია ცქიტიშვილის განცხადებაზე: პოლიტიკოსი და ქალი საკუთარ თავს უარესს ვერ გაუკეთებდა

თუ მაია ცქიტიშვილი იმასაც ვერ ხვდება, გუშინდელი კომენტარით საკუთარ თავს რა გაუკეთა და იმასაც ვერ ხვდება, ბოდიში მოსახდელი აქვს, თუ არა ამ სიტყვებისთვის, ჩემი კომენტარი ზედმეტია. მე არ ვთლი ღირსად, ამის შემდეგ მასზე კომენტარი ვაკეთო, იმიტომ, რომ იმაზე უარესს პოლიტიკოსი და ქალი საკუთარ თავს ვერ გაუკეთებ, ვიდრე იმ სიტყვებით და იმ კომენტარით გააკეთა, რაც გააკეთა. უკაცრავად, რომ თქვენს კითხვაზე მიწევს პასუხების გაცემა, როცა მეკითხებით ამ საქმეზე რა ხდება, უკაცრავად, რომ ქალბატონი მაია ამ პასუხების გაცემის დროს მხედავს ისევ ეკრანზე. საერთოდ, სანამ პოლიტიკაში შემოვიდოდა და სანამ სიზმარში ნახავდა იმ თანამდებობას რა თანამდებობაზეც ზის, მე დღის წესრიგში მაშინაც ვიყავი

დამოუკიდებელი დეპურტატი ეკა ბესელია, ინფრასტრუქტურის მინისტრის კომენტარს ეხმაურება. ცქიტიშვილის აზრით, მისი განცხადებები ეკა ბესელიას პირად კადრებთან დაკავშირებით არაეთიკური არ ყოფილა და ყოფილ თანაგუნდელთან საბოდიშო არაფერი აქვს. საქმე ეხება მინისტრის 22 ივლისის კომენტარს, სადაც ცქიტიშვილმა თქვა, რომ "ბესელიასგან უკვე დამღლელია მის პირად ცხოვრებაზე, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე საუბარი".

კომენტარები