ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია

კალაძე: ჭავჭავაძეზე ავტობუსის ზოლი ქუჩის შუაში იქნება, ორივე მხარეს გაკეთდება ველობილიკები

ჭავჭავაძის გამზირი
ტაბულა

თბილისის მერმა, კახა კალაეამ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის შესახებ გუშინ საკუთარ Facebook გვერდზე ისაუბრა.

მისი თქმით, მისი მიზანია საზოგადოებას სამუშაოების ყველა ეტაპი აჩვენოს.

"ფრანგული კომპანია "სისტრა" გვყავს აყვანილი, ვინც მუშაობს და სატრანსპორტო ქსელის მოწესრიგებაში გვეხმარება, გვიგეგმავს თუ როგორ უნდა იყოს კონკრეტული ქუჩები მოწყობილი, როგორ უნდა გადაადგილდებოდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორ უნდა იყოს კვეთაში მიკროავტობუსებთან, როგორ უნდა იყოს კვეთაში მეტროსთან, იმისთვის რომ ყველაზე სწრაფი და კომფორტული იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გარდა ამისა, კონკრეტულ ქუჩებზე გვაქვს სპეციალური საავტობუსო ზოლები მოცემული და ეს ჭავჭავაძის გამზირიც იქნება რადიკალურად განსხვავებული სხვა ქუჩებისგან, რადიკალირად განსხვავებული იმისგან რაც გვახსოვს ბოლოს და რაშია განსხვავებები - კომპანია "სისტრამ, რომელიც მუშაობს ჩვენთან ერთად, მიიღო გადაწყვეტილება რომ ავტობუსის ზოლები განთავსდება ქუჩის შუა ნაწილში. ასევე მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, თავისი გაჩერებებით, ამრიდი ზოლებით, ზებრა გადასასვლელებით, საკმაოდ საინტერესო წინადადებაა. გადაადგილება ყოველგვარი პრობლემის გარეშე იქნება, შეფერხებებს არ გამოიწვევს, გარდა ამისა მარჯვნივ და მარცხნივ იქნება ველობილიკები", - თქვა კახა კალაძემ.

ჭავჭავაძის გამზირზე რეაბილიტაცია მაისის ბოლოს დაიწყო და თავდაპირველად თსუ-ს პირველი კორპუსიდან ე.წ პიქსელის შენობამდე ტერიტორია გადაიკეტა.

კომენტარები