ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 19 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებით 1.31 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან კი 2.19 თეთრით.
ამგვარად, ოფიციალური კურსით ერთი აშშ დოლარი 2.8845 ლარი ღირს, ერთი ევრო კი - 3.2410 ლარი.
ლარი გაუფასურდა თურქულ ლირასა და ბრიტანულ ფუნტთან მიმართებითაც.
ბოლო ერთი თვის მანძილზე, ლარის კურსს გაუფასურების ტენდენცია აქვს. ივნისის პირველ ნახევართან შედარებით, ეროვნული ვალუტა თითქმის 15 თეთრით გაუფასურდა, 9 ივლისს კი დოლართან მიმართებით ოფიციალური კურსის 2.90-ზე ასვლით ისტორიული ანტირეკორდი დაამყარა.
ნახეთ ტაბულას ინტერვიუ ფინანსისტ გიგა ბედინეიშვილთან ლარის გაუფასურების მიზეზებთან და ეკონომიკის გაჯანსაღებასთან დაკავშირებით.





