ნოდია: პარლამენტში შეღწევის მცდელობა უპასუხისმგებლობა იყო, ძალის გადამეტება - მიუღებელი

რატომ არის შეუძლებელი, რამდენიმე მარტივი აზრი შეათავსო:

1. 20 ივნისს საღამოს პარლამენტში (ან მის ეზოში - სულერთია) შეღწევის მცდელობა პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად იყო სისულელე და უპასუხისმგებლობა. მან მისცა ხელისუფლებას ძალის გამოყენების ფორმალურად ლეგიტიმური მიზეზი. 

2. ის, თუ როდის და როგორ გამოიყენა ხელისუფლებამ ძალა, იყო მიუღებელი. ამიტომ გახარიას გადადგომის მოთხოვნა სრულიად სამართლიანია. მიტინგზე ძირითადად სწორედ ეს ფორმულირება გამოიყენება: "გახარია გადადგეს ძალის გადამეტებისთვის“ (და არა ძალის გამოყენებისთვის). 

3. „სახელმწიფო გადატრიალების“ მოთხოვნა არის თითიდან გამოწოვილი აბსურდი და კუდიანებზე ნადირობის მაგალითი. ის ხელისუფლებას თემის შესაცვლელად, გახარიას შესანარჩუნებლად და ოპოზიციაზე ზეწოლის განსახორციელებლად სჭირდება.

ხელისუფლების სპიკერები მაქსიმალურად ცდილობენ, ილაპარაკონ ძალის გამოყენების ლეგიტიმურობაზე (რაც მათ აწყობთ) და გაექცნენ საუბარს იმაზე, თუ როდის და როგორ გამოიყენეს ძალა

პოლიტოლოგი გია ნოდია გავრილოვის ღამეზე.

კომენტარები